პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე წიგნის — „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ

პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები – გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და პარტიის წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე წიგნის — „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
პრეზენტაცია წარადგინა წიგნის ავტორმა – საპარლამენტო პოლიტიკურო ჯგუფი ,,ხალხის ძალის” აპარატის თანამშრომელმა, სამართლის დოქტორმა ამირან ზენაიშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ამ საკითხებზე მუშაობის პროცესზე, წიგნის სტრუქტურასა და იმ ძირითად ნორმებზე, რომლის განხილვაც მის მიერ მოხდა.
მისი განმარტებით, აღნიშნული წიგნი კომენტარების სახით, გაამარტივებს სამართლებრივი ნორმების უკეთ გააზრებას და პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებას როგორც სტუდენტებისთვის, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
დიმიტრი ხუნდაძისა და ზურაბ ქადაგიძის ჩართულობით ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა.
შეხვედრის დამსწრე სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები როგორც დეპუტატების, ასევე წიგნის ავტორის მიმართ. დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დემოკრატიული მმართველობის პროცესში
ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრა კარგი გამოცდილება აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, რადგან მათ საკითხის ირგვლივ ერთდროულად მოისმინეს როგორც პოლიტიკოსების ხედვები, ისე სამართლებრივი ნაშრომის დეტალური პრეზენტაცია, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც