არქივი7 მაისი, 2025, 14:14
პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ წარადგინა, თავმჯდომარის პოსტზე კი მას ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო “პარაგრაფში“ მიმდინარეობს.
ყრილობას მხარდასაჭერად, ასევე, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინება.
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.