ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთ აწუხებთ.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის „ქართული ოცნების" ხედვებზე, არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში მათი ჩართულობის საჭიროებაზე; მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.