ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფლების: ხატისოფლის, ვანათისა და რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„მე და ჩემი ბოლნისელები ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მშვიდობის დაცვა, რათა ყველა დაწყებული პროექტი თუ პროგრამა გაგრძელდეს და შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა“,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.