ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციულ თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მოეწყო სპორტული მოედნები, მოსასვენებელი სკვერები, მოწესრიგდა წყლის და გზების ინფრასტრუქტურა.
„მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც შემდეგი ეტაპის განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში აუცილებლად გაითვალისწინებს მმართველი გუნდი.
ვარდისუბნის ადმინისტრაციულ თემში მოსახლეობასთან შეხვედრები პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.