არქივი25 სექტემბერი, 2024, 15:11
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, ქათამაძის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე.
ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.