ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ლანჩხუთში იმართება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ლანჩხუთში იმართება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსი ალექსანდრე სარიშვილი, შტაბის უფროსის მოადგილე, თორნიკე ტიკაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძესთან ერთად, მამათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, სხვადასხვა პროექტზე, არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ემზარ თევდორაძე და ვერიკო კვირკველია, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძე და ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრები.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.