ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, მუხიანის 4ბ მ/რ-სა და 1მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. ასევე ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე.
„ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო საყოფაცხოვრებო საკითხების განხილვის შემდეგ, მოქალაქეებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ. ყველა ერთხმად თანხმდება - ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათ კარგად ესმით მშვიდობის ფასი, დელეგატის თმით, ისინი კვლავ მშვიდობას აირჩევენ ომის ნაცვლად.
შეხვედრას ესწრებოდნენ, კონსტანტინე ზარნაძე - გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი /გლდანის შტაბის უფროსი, ბესიკ კალაძე - გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ნანა ციმაკურიძე და ზურაბ ქაშიაშვილი გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.