პარტია “საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს

პარტია “საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.
“ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციის ცვლილებაზე სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის, საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სწორედ აღმასრულებელი, და არა მხოლოდ აღმასრულებელი, ხელისუფლების შტოებში ბალანსის უზრუნველსაყოფად. ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია მათი გადაწყვეტილებით დაებრუნებინათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.
გახარიას გუნდის ინიციატივას ოპოზიციის ნაწილმა უკვე უწოდა დაგვიანებული. მმართველ გუნდში კი შეფასება ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება