პარტია „საქართველოსთვის“ – „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი – არჩევნების შემდეგ დავაინიცირებთ სამართლიან ამნისტიას

„ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი. ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ვერ იქნება სამართლიანი, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პარტია ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ საზოგადოებას „ამნისტიის შესახებ“ კანონის ნამდვილი ზრახვები გააცნოს.
„ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი. ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ეხება ზონდერებს და არ ეხება ევროპული მომავლის დასაცავი აქციის მონაწილე დაზარალებულებს, ვერ იქნება სამართლიანი.
სახეზეა „ოცნების“ მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი და არა პატიმრების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით.
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ „ოცნების“ ამნისტიის წინასაარჩევნო ზრახვები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.
ამასთან, არჩევნების შემდეგ, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საფუძველზე, დავაინიცირებთ განმეორებითი დანაშაულის და კრიმინოგენური მდგომარეობის ანალიზზე დაფუძნებულ სამართლიან ამნისტიას, რომელიც მთლიანად საზოგადოების ინტერესშია და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”