პარტია „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილის საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია ,,მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია ,,მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც პარტიაში განმარტავენ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე პროცესის დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ გაჭიანურებაზე საუბრობდა.
„საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია „მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა. ბრიფინგი იუსტიციის სახლთან, ,,მოქალაქეების“ თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დარეგისტრირების მოთხოვნის, დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ გაჭიანურებას ეხებოდა, რაც პარტიის ლიდერებს ეჭვის საფუძველს აძლევდა, რომ პროცესი პოლიტიზებულია და წინასაარჩევნოდ პარტიის დასუსტებას ისახავს მიზნად, რადგან პარტია თავმჯდომარის გარეშე დისფუნქციურად რჩებოდა.
დეპუტატის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიაზე რეპრესიების განხორციელება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიციამ ,,ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება დააანონსა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, პარტიის გენერალური მდივანი, ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ რეგისტრაციის დასრულებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და გაჭიანურებული პროცესი
„ის რაც საჯარო რეესტრმა არ გააკეთა 1 თვის განმავლობაში, გააკეთა 15 წუთში ბრიფინგის შემდეგ“, – აცხადებს ნორაკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ