ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა გოჩა გუგუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო “შერატონის” მენეჯერს შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

„21 იანვარს, ანუ დღეს მოხდა ვიდეომასალის ამოღება პროკურატურის მიერ, რომელიც ამ წუთებში განგვიცხადეს. გვითხრეს, რომ ვიდეომასალის ასლებიც პროკურატურამ წაიღო”,- აღნიშნა გოჩა გუგუნავამ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.