არქივი1 დეკემბერი, 2025, 13:40
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლედ პარლამენტში დაჯი კოვზირიძე შევა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლედ პარლამენტში დაჯი კოვზირიძე შევა.
კოვზირიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს.
რუსუდან თევზაძემ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა და პარტია “გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. თევზაძის გადაწყვეტილება “გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას უკავშირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.