ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია “ახალის” განცხადება: მივიჩნევთ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია და ...

პარტია “ახალის” განცხადება: მივიჩნევთ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია და ...
პარტია “ახალის” განცხადება:
საქართველოს კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს, რომ ქართული ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში და სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.
მივიჩნევთ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია და ამ პროცესში პირდაპირი ან ირიბი ჩარევა, რისი მოწმენიც ბოლო დღეებში გავხდით “ქართული ოცნების” რეჟიმისა და მისი პროპაგანდისტების მხრიდან, დაუშვებელია და ეკლესიის საქმეებში ჩარევის მკაფიო მაგალითია.
სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნების შემდგომ, ახალი ხელისუფლების მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპი სწორედ აღნიშნულის განუხრელი დაცვა და განმტკიცებაა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.