ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტში 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში 26 ნო­ემ­ბრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბამ­დე უსაფრ­თხო­ე­ბის ყვი­თე­ლი დონე იმოქ­მე­დებს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.
რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 26 ნო­ემ­ბრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში იმოქ­მე­დებს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვი­თე­ლი დონე.
პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დაშ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვა ეხე­ბათ რო­გორც ვი­ზი­ტო­რებს, ასე­ვე მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. კერ­ძოდ, სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­იშ­ვე­ბი­ან მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მიერ მოწ­ვე­უ­ლი პი­რე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ას, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მუ­შა­ო­ბას შეძ­ლე­ბენ მხო­ლოდ ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე.
“სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე” სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის 2023 წლის 04 სექ­ტემ­ბრის N1/259/23 ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ნო­ემ­ბრი­დან მის გა­უქ­მე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში იმოქ­მე­დებს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვი­თე­ლი დონე – ვი­ზი­ტო­რებს ეზღუ­დე­ბათ პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში შეს­ვლა.
და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე (მათ შო­რის კო­მი­ტე­ტის და პლე­ნა­რულ სხდო­მებ­ზე) და­იშ­ვე­ბი­ან მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მიერ მოწ­ვე­უ­ლი პი­რე­ბი.
შე­ნო­ბა­ში და­იშ­ვე­ბი­ან ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლე­ბის/ტე­ლე­მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი არა­უ­მე­ტეს ორი ჯგუ­ფი თითო მა­უ­წყებ­ლი­დან, სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში სა­მუ­შაო და უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა“,- ნათ­ქვა­მია პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.