პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატის გაფართოებასთან ერთად, სახელწოდებაც ეცვლება

XI მოწვევის პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატის გაფართოებასთან ერთად, სახელწოდებაც ეცვლება. პარლამენტის საგამოძიებო კომისია შემდეგი სახელწოდებით იფუნქციონირებს – „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოების შესახებ შესაბამის დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარედგინა. დადგენილების პროექტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე“.
როგორც მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ სესიაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების ფარგლებით შეზღუდული აღარ იქნება და კომისიის მანდატი 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. კირცხალიას თქმით, “საზოგადოება ნახავს, 2012 წლის შემდეგაც რით იყვნენ დაკავებული ეს ადამიანები“.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლის მიმართ კითხვები არ დასმულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია