პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება

პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება

პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება. დროებითი კომისია ქალებთან და ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. მისი უფლებამოსილების ვადა სამი თვით იქნება განსაზღვრული.
პარლამენტს აღნიშნული კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი წარედგინა, რომელსაც მიმდინარე კვირას განიხილავენ და მიიღებენ.
ცნობისთვის, აქამდე პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და ასევე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო არსებობდა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.