ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოსმენა იგეგმება

15 მარტს, პარლამენტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოსმენა იგეგმება.
ახვლედიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული, სადაც მოსმენა ააიპ “მშვიდობის ფონდისა“ და სპეციალური ნებართვის მქონე საწარმოების საქმიანობის შესახებ გაიმართება.
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასევე მოწვეულია “მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე მენაბდე.
სხდომა 15 მარტს, 15:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.