პარლამენტში მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც

პარლამენტში მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც
თებერვალში წარდგენილ ანგარიშში მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენების წარდგენას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებსაც.
„ტრადიციულად, ეს მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე – ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც