არქივი13 თებერვალი, 2026, 11:17
პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი კომისია დღეს ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების მწარმოებლებს მოუსმენს

დღეს, 13 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომის მთავარი თემა ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის სტრუქტურის ანალიზია.
კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულია: ფასწარმოქმნის ჯაჭვის, ბაზრის სტრუქტურის და საოპერაციო პროცესების განხილვა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.