ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში "თავდაცვის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს უყრიან - დოკუმენტის მიხედვით, სტუდენტი, რომელიც დისტანციურად სწავლობს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებს

პარლამენტი, პირველი მოსმენით, სესიაზე კენჭს უყრის "თავდაცვის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს. სიახლის მიხედვით, სტუდენტი, რომელიც დისტანციურად სწავლობს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებს. ეს ცვლილება ეხებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა უცხო ქვეყანაში ადგილზე, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ.
უმრავლესობა კანონის ამ კონკრეტულ ცვლილებას მნიშვნელოვნად აფასებს. სკეპტიკურია ოპოზიცია და მის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
საკითხს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.