პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, 15 მაისის 09:30 საათიდან პარლამენტში ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
მათივე თქმით, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
პარლამენტში ამბობენ, რომ ამის მიზანია პარლამენტში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.