პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

26 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ.
კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. ინტერპელაცია ორ საკითხს შეეხება - კითხვები დაისმება უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან და Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, კითხვა-პასუხის და ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები.
პრემიერის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.