არქივი18 თებერვალი, 2025, 14:41
პარლამენტმა ცესკოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა - ამით ცესკო ე.წ. პროფესიული წევრებით სრულად დაკომპლექტდა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. ამით ცესკო ე.წ. პროფესიული წევრებით სრულად დაკომპლექტდა.
გიორგი ძაგანია, გიორგი ჭიქაბერიძე, დიმიტრი ჯავახაძე და გიორგი ჯავახიშვილი, 18 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, უბრალო უმრავლესობით აირჩიეს.
მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე გასული კვირის სესიაზეც დადგა, თუმცა 90-ხმიანი კვორუმის არქონის გამო, ჩავარდა. დღეს კი, კენჭისყრის მეორე რაუნდი ჩატარდა, სადაც ცესკოს წევრების არჩევისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა იყო საკმარისი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.