ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია.
ცესკოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილია, წევრობის კანდიდატთა შორის კი გიორგი შარაბიძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი არიან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მმართველი პარტიის 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ ესწრება და კანდიდატებმა 90 ხმა ამიტომ ვერ მოაგროვეს. პაპუაშვილის თქმით, ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება.
ცნობისთვის, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.