ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 81 ხმით, მესამე მოსმენით “საზღვაო კოდექსში" ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 81 ხმით, მესამე მოსმენით “საზღვაო კოდექსში" ცვლილებები მიიღო.
კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის" სისტემით მომსახურების ფუნქციონირებისთვის.
პროექტის მიხედვით, საჯარო უწყებები აღიჭურვება დამატებითი აღსრულებითი ბერკეტით. კერძოდ, გაიზრდება სააგენტო კომპანიების პასუხისმგებლობა საქართველოს ნავსადგურში შემოსულ გემებთან და მათ ტვირთთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.