პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის უქმდება და „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის უქმდება და „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება.
ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები აღარ იარსებებს, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება.
ბიზნესომბუდსმენი საქმიანობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, რომლებსაც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა შეუწყდებათ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია