ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ათმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105-მა წევრმა.
მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა.
დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; საქართველოს იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; განათლების მინისტრი – გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.