ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ე.წ. რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 21 იყო.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მეორედ დააინიციირა. სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონს აუცილებლად მიიღებს.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იმართება ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ბოლომდე იბრძოლებენ, რათა ხელისუფლებამ ამ კანონის მიღებაზე უარი თქვას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.