პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტომდე გაუგრძელა

პარლამენტმა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით – 5 აგვისტომდე გაუგრძელა.
როგორც წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 450-გვერდიანი დასკვნის პროექტი მზად არის, რომელიც 5 აგვისტომდე გადამუშავდება. წულუკიანის თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა 4 აგვისტოსთვის თავად კომისიის სხდომაზე იქნება წარდგენილი, სექტემბრის პირველ ნახევარში კი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით შექმნა. მალევე კომისიას მანდატი გაუფართოვდა – ის ამჟამად 2003 წლიდან დღევანდლამდე პერიოდს სწავლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?