ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა დაძლია ვეტო “ოფშორების კანონზე “

პარლამენტმა დაძლიე ვეტო ე.წ. ოფშორების შესახებ კანონზე.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 64 იყო. მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია, კენჭი ხელახლა უყარეს კანონის თავდაპირველ ვერსიას. საბოლოოდ, კანონი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრას ოპოზიციონერი დეპუტატების უდიდესი ნაწილი არ ესწრებოდა.
“ოფშორების კანონი” არის ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათების დაუწესდებას იმ ოფშორულ კომპანიებისთვის, რომლებიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანენ:
შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან. ამავე ოპერაციის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა. აღნიშნულის პირობად კი დასახელებულია ის, რომ ოფშორულ ზონასა და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს (ვისაც გადაეცემა აქტივები ოფშორიდან) ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეთ.
ცვლილებების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს კეთდება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამ ინიციატივას ინვესტიციების მოზიდვის სურვილით ხსნიან.
ამავე თემაზე:
· „ივანიშვილს ეძლევა უფლება ოფშორში გადამალული ქონება შემოიტანოს“ – „ოცნება“ კანონს ცვლის
· „ბანანის რესპუბლიკად“ ქცევის მორიგი ნაბიჯი — ქადაგიძე ოფშორების კანონზე
· საფინანსო სისტემაში პროცესების ცვლილებას არ გამოიწვევს – სები ოფშორების კანონზე

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.