არქივი19 ივლისი, 2024, 14:06
პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” “ოცნების” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
82 მომხრე, 0 წინააღმდეგ – პარლამენტმა პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა რიგგარეშე სესიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და “სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.
მეორე და მესამე მოსმენაზე კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე გავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.