არქივი27 ნოემბერი 2023, 13:09
პარლამენტი ხვალ გიორგი ამილახვარს მოუსმენს
28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.
ამილახვარი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მივა. მინისტრი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.