არქივი21 ივნისი, 2024, 10:07
პარლამენტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ასევე, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით დაიძლევა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.