ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტი საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით - 5 ივლისამდე გაუგრძელებს

პარლამენტი საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით - 5 ივლისამდე გაუგრძელებს

პარლამენტი "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას" უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით - 5 ივლისამდე გაუგრძელებს.
ამასთან, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სესიაზე შუალედურ ანგარიშს წარადგენს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.
დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივნისს ეწურება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.