ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებათა პაკეტს დღეს განიხილავს

პარლამენტი მეორე მსმენით “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებათა პაკეტს დღეს განიხილავს. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრების არჩევას ეხება.
ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე საჭირო იქნება 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი ვერ შედგა, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება და თუ ესეც ვერ მოგროვდა, საკითხი პრეზიდენტს გადაეგზავნება.
გარდა ამისა, ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც პარტიულ წევრთაგან ინიშნება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასული წლის სექტემბერში მიიღო, რის შემდეგაც დასკვნისთვის ის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.