არქივი20 მარტი, 2024, 09:42
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს უსმენს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოდის.
გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.
მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.