პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს დღეს პირველი მოსმენით უყრის

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს დღეს პირველი მოსმენით უყრის. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე პარლამენტს შესთავაზა, გუშინ კენჭი ეყარათ მხოლოდ იმ საკითხებისთვის, რომლებსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა.
ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდება, ლგბტ პროპაგანდას სახელისუფლებო პარტია 18 კანონისგან შემდგარი ცვლილებათა პაკეტით აზღვევს. იკრძალება ერთნაირსქესიანთა წყვილის ქორწინება, სქესის შეცვლის ოპერაცია, შვილად აყვანის საკითხები და ერთნაირსქესიანთა წყვილის ინტიმური სცენების მაუწყებლების ეთერში გაშვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება