ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტი დღეს სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს

პარლამენტი დღეს სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს

პარლამენტი დღეს, 3 სექტემბრის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტში უკვე შევიდა. საკითხი განსახილველად თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცა, რომელიც სხდომას ხვალ, დილით - სესიის დაწყებამდე გამართავს.
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან გადადგომის და შესაბამისად, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო.
ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში - 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა სექტემბერში გადადგომის თაობაზე განაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.