ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტი გენერალურ პროკურორს მიმდინარე კვირაში აირჩევს

პარლამენტი გენერალურ პროკურორს მიმდინარე კვირაში აირჩევს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმდინარე კვირაში აირჩევენ.
როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მხარს გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას დაუჭერს.
„მიმდინარე კვირაში ავირჩევთ გენერალურ პროკურორს. დღევანდელ სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. როგორც მოგეხსენებათ, წარმოდგენილია გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა. ვინაიდან ეს ადამიანი არის ღირსეული, პროფესიონალი კადრი – ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი გვარაკიძე ამ ეტაპზე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა და მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.