ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის წინ სამართალდამცველების მიერ დაკავებული სამი პირიდან, ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პარლამენტის წინ სამართალდამცველების მიერ დაკავებული სამი პირიდან, ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პარლამენტის წინ სამართალდამცველების მიერ დაკავებული სამი სტუდენტიდან, ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია არიან. ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამივე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული პირები პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათივე განცხადებით, ერთი პირი კი ტაშის დაკვრის გამო დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.