პარლამენტის წინა პერიმეტრზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

პარლამენტის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენენა დაიწყო.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ და სპეცრაზმელებს ლაზერებს ანათებდნენ.

ამ დროისთვის, პარალმენტის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზებაა. მათ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკაც დგას.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა რუსაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინაროებს. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”