პარლამენტის წევრებმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მიხეილ სარჯველაძემ და დავით მათიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების და საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ გამოცდილება. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა პოტენციური მამხილებლებისთვის ძლიერი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების საჭიროებაზე და მის უზრუნველსაყოფად მულტისექტორულ თანამშრომლობაზე.
ამავე შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ანტიკორუფციულ ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს მამხილებლის დაცვის მექანიზმების განვითარებისთვის ერთობლივ ხელშეწყობასა და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზებას.
მემორანდუმი ასევე მოიაზრებს ერთობლივი მექანიზმების შემუშავებას მამხილებლის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი

ნიკა გვარამია – ხვალ, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მივდივართ მარშით რუსთაველზე – მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს