პარლამენტის წევრები ძალადობას ახალისებენ – პრეზიდენტი

დღეს არის 14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ადამიანის უფლებები არის ერთი. არ შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ ერთ კატეგორიაზე და არა ზოგადად ადამიანის უფლებებზე და ამიტომ მინდა, რომ ვისარგებლო ამ დღით და გავაკეთო განცხადება იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში და რაც არის მიუღებელი ჩემთვის და თქვენთვისაც, რასაც ჰქვია ძალადობა. ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ. საზოგადოება არ არსებობს, სადაც არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება თავისუფლად, ისე რომ არ შეგეშინდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ერთგვარად ეს იქცა როგორც პოლიტიკა და მე სხვა დახასიათება არ შემიძლია ამ ქმედებების, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლების მანძილზე საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართულ ქმედებები და ასე მგონია, რომ ვერანაირად ქართველი ვერ გაამართლებს ამას”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ