არქივი14 დეკემბერი, 2024, 09:20
პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება - "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ირჩევს

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, ტერიტორია გადაკეტილი აქვს საპატრულო პოლიციას. პოლიცაა მობილიზებული პარლამენტის გვერდითა - 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. საპოლიციო ტექნიკაა მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც
პოლიცია იცავს ჯებირებით შემოსაზღვრულ საახალწლო ნაძვის ხესაც, რომლის საზეიმო ანთებასაც თბილისის მერი კახა კალაძე 14 დეკემბერს საღამოს 19:00 საათისთვის გეგმავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.