პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციები ახალგაზრდული მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გადაეცემა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციები ახალგაზრდული მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გადაეცემა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტში ცვლილებები დაგეგმა, რომლის მიხედვით, პარლამენტში იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და სპორტის კომიტეტი.
ინიციატორები პარლამენტის ორ კომიტეტში დაგეგმილ ცვლილებებს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებებით ხსნიან, რომლის ფარგლებში ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.