ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. საშემოდგომო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დღევანდელ სხდომას 87 დეპუტატი ესწრება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სესიის გახსნისას განაცხადა, პლენარული სხდომები მხოლოდ მიმდინარე კვირაში ჩატარდება, რადგან საარჩევნო წელს ამას რეგლამენტი ითვალისწინებს.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, პარლამენტის პლენარული სხდომები 15 ოქტომბრიდან განახლდება.
პაპუაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრების უფლებამოსილებას ეყრება კენჭი. კენჭისყრის შემდეგ კი განიხილება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი წარადგენს.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ პლენარული სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის არჩევაა დღის წესრიგში გათვალისწინებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.