პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა მოთხოვნას პასუხობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა მოთხოვნას პასუხობს.
როგორც კვიჟინაძემ სესიაზე, ეროვნული ბანკის 2024-2026 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვისას განაცხადა, არსებული ფაქტორებისა და პირობების ანალიზი აჩვენებს, რომ 3%-იანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რეალისტურია და ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ყველა მოთხოვნას პასუხობს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინფლაცია ამ ეტაპზე 0.1%-ია, რაც მის მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.
„დაბალი ინფლაციაც არ არის კარგი, მაგრამ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა მექანიზმი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდეს“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით. როგორც პაატა კვიჟინაძემ განმარტა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება ნათია თურნავას არ უკავშირდება.
„საქმე სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებას ეხება, რომელიც საბჭოს მენეჯმენტის საკითხს ეხებოდა. მე მქონდა შეხვედრა სავალუტო ფონდთან, მათ ავუხსენი თუ რატომ გახდა საჭირო მსგავსი ცვლილება – გაგებით შეხვდნენ, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი ნორმალურად დასრულდება“, -განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ