პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების საკითხზე ელჩებს უსმენენ

რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების თემაზე მოწვეული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართება.
კომიტეტის სხდომაზე სამ ქვეყანაში მივლენილ დიპლომატს უსმენენ – კერძოდ, მოწვეული არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა და ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.
დიპლომატების მოხსენებით გამოსვლის შემდეგ კომიტეტის სხდომა დაიხურება, მათ შორის დახურულ ფორმატში დასვამენ კითხვებს დეპუტატები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ