პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა სისხლისმსმელ რეჟიმთან გვქონდა საქმე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას დაბარებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2012 წლის შემდეგ ამ რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ საქმიანობას, რაც გახდა კომისიის მუშაობის არეალის გაზრდის მიზეზი.
ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებისათვის კომისიის საქმიანობას. მისი თქმით, ყველამ ცხადად
იხილა რეჟიმის დანაშაულებრივი სახე.
„საგამოძიებო კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ მომსწრე გავხდით იმ ცალკეული შემზარავი დეტალის, რომლის შესახებაც საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი. კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა სისხლისმსმელ რეჟიმთან გვქონდა საქმე.
ნიშანდობლივია, რომ 2012 წლის შემდეგ ამ რეჟიმის წარმომადგენლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ NGO- ს მეშვეობით კვლავ აგრძელებენ საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებას. არა მარტო საზოგადოების, არამედ საქმიანობენ ზოგადად ქვეყნის, მისი განვითარებისა და მშვიდობის წინააღმდეგ.
სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა კომისიის მუშაობის არეალი და სწორედ მუშაობის ამ ფარგლებში იქნება მიწვეული გიორგი გახარია, რომლის საქმიანობითაც გამჟღავნდა, რომ თურმე, ის ნაციონალური მოძრაობის მიზნების ასრულებაში იღებდა უშუალო მონაწილეობას,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა